понедельник, 12 июля 2010 г.

"სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ..."



  • პროექტის სახელი – "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ..."
  • პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები იკვლევენ ხევსურეთს.
  • პროექტის სრული აღწერა – პროექტის მონაწილენი იძიებენ ხევსურეთის ადგილმდებარეობას (რუქის გამოყენებით), მოსახლეობის საწესჩვეულებო საქმიანობას (იყენებენ ინტერნეტს), მოიპოვებენ მასალას ხევსურული სიმღერის თავისებურებებზე, წარმოადგენენ სასიმღერო ტაეპებს, დააკვირდებიან ხევსური მამაკაცის სიმღერის შესრულების მანერას აუდიო ჩანაწერის საშუალებით, მოიძიებენ კაფიებს, იმფორმაციას ხევსურეთის კულტურული ცხოვრების შესახებ, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით იმუშავებენ პრეზენტაციაზე.
  • პროექტის მონაწილეთა ასაკი – 10-11 წელი.
  • ვადები და ხანგრძლივობა – 1 თვე.
  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  1. დისკუსია თემაზე
  2. კლასის ჯგუფებად დაყოფა
  3. ტექსტური იმფორმაციის მოპოვება(1 ჯგუფი)
  4. ფოტო და ვიდეომასალის მოპოვება(2 ჯგუფი)
  5. აუდიოჩანაწერების მოძიება(3 ჯგუფი)
  6. მოპოვებული მასალების ერთად თავმოყრა და პრეზენტაციის შეკვრა
  7. კედლის გაზეთის შექმნა
  8. ექსკურსიის დაგეგმვა ახლო მომავალში.
  • მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები – მოსწავლეები შეიძენენ კვლევა-ძიებით სწავლის უნარს, აღმოჩენების გზით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კითხვის ,წერის, მეტყველების და მოსმენის უნარ-ჩვევას,უღვივდებათ ეროვნული სულისკვეთება, ეზიარებიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ხევსურეთის კულტურასა და ტრადიციებს.
  • სარგებელი სხვებისათვის – მოხდება მოძიებული მასალის გაზიარება სხვებისთვის,შეიქმნება კედლის გაზეთი, კომპიუტერში დაიდება პრეზენტაცია და ფაილები სხვადასხვა იმფორმაციით (ფოტოები, ტექსტური მასალა...)
  • სამუშაო ენა – ქართული
  • საგნებთან კავშირი – მუსიკა, ხელოვნება, ისტორია-გეოგრაფია.
  • პროექტის ფასილიტატორი – მაკა ჟორჟოლიანი.
  • ფასილიტატორის ელ.ფოსტა – maka.zuri@gmail.com